აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, როგორც ჩვენ დავადგინეთ, განიცადა ის, რაც ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ურანის გამდიდრება აღარ იქნება და აშშ ირანთან ერთად ამოთხრის და ამოიღებს მიწაში ჩამარხულ (B-2 ბომბდამშენების მიერ) ბირთვულ „მტვერს“. ეს ახლაც და აქამდეც ზუსტი თანამგზავრული დაკვირვების ქვეშ არის. ჩვენ ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქების შესახებ ირანთან ვსაუბრობთ და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. 15 პუნქტიდან ბევრზე შეთანხმება უკვე მიღწეულია“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს იარაღს მიაწვდის, ტარიფებს დაუწესებს.

„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს სამხედრო იარაღს მიაწვდის, აშშ-ში გაყიდულ ყველა საქონელზე 50%-იანი ტარიფი დაუწესდება, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შევა. გამონაკლისები არ იქნება“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

www.interpressnews.ge