23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1825 ლარი გახდა.