9 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით მცირედ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7470 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 1.08 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.78 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1755 ლარი გახდა.