უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - „Aladashvili & co“-ს დირექტორმა, რეზო ალადაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულებსი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, დანაშაული აღიარა.

ალადაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ ბენეფიციარების რაოდენობას, რომ მოგება მეტი ყოფილიყო.

არც კვება და არც ხარისხი არ იყო დაკლებული, ხელოვნურად ვზრდიდით ბენეფიციარების რაოდენობას, მაგალითად 10-ის ნაცვლად 11 ვწერდით, რომ მოგება მეტი ყოფილიყო, ტენდერი ჩვენი მოგებული იყო. ვაღიარებ დანაშაულს. პირველი წამიდან ვითანამშრომლე გამოძიებაასთან, მაქსიმუმ 4 თვეში ავანაზღაურებ ზიანს", - განაცხადა ალადაშვილმა. 

მართალია დღეს პროკურატურა პროცესზე პატიმრობსი შუამდგომლობით შევიდა, თუმცა აღიარების შემდეგ, პროკურორმა საპატიმრო გირაო მოითოვა. რეზო ადალაშვილის შემთხვევაში 100 000 ლარი. ხოლო სხვა ბრალდებულების - თეონა ჯავახიშვილის, ბესიკ დოხნაძის, ზურა ცაგურიშვილის და ბადრი ბადრიაშვილის მიმართ 50 000. 

  • სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.

  • შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.

tvpirveli.ge