2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 1 მილიარდ 238 მილიონ  ლარზე მეტით  და 10 მილიარდ 907 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის:

 

  • მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 5 მილიარდ 700 მილიონი ლარი, რაც 685 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მოცულობას;
  • სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 994 მილიონ ლარს;
  • ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე და 2 მილიარდ 462 მილიონ ლარს აჭარბებს;
  • სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის გამოყოფილია 145 მილიონი ლარი, რაც 65 მილიონით მეტია მიმდინარე წლის თანხაზე. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს დაიწყება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საავადმყოფოს მშენებლობა.
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის გამოყოფილია 418 მილიონ ლარზე მეტი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.