Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი  $7.50 მილიარდს ფლობს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 390-ე ადგილს იკავებს, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე $905 მილიონით გამდიდრდა.

Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია. როგორც გამოცემა ბიძინა ივანიშვილის კომენტარებზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, მისი ქონების 27% გლობალური აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ ინვესტიციებში, 5% კი ნედლეულში არის განთავსებული.

თუმცა, გამოცემა ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-იდან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც გულისხმობს, რომ მისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება რთულია.