"17 კომერციული ბანკიდან საქართველოში ბანკი ქართუს ჩათვლით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის დეფაქატო და დეიურე საკუთრებაშია, უტა ივანიშვილისა... მე არ ვიცნობ ბანკს და საფინანსო სტრუქტურას, რომელიც ამგვარ თემას ხელს მოაწერს, ანუ გაუტარებს სანქცირებულ ტიპს რაიმე ტრანზაქციას. ეს არის, ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, თვითმკვლელობის ტოლფასი ბიზნესში და ეკონომიკაში," - ამის შესახებ ფინანსისტმა, BM.GE-ს ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ TV პირველთან განაცხადა. 

როგორც მან თქვა, ეროვნულმა ბანკმა მას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ ისინი იმოქმედებენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად.

"ჩვენ გვქონდა ბოლო კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და მათ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ისინი იმოქმედებენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად.[...]

როცა რუსული კანონის შესახებ იყო ამბები ატეხილი, იქ ეროვნული ბანკი მიუთითებდა მაშინ საქართველოს კანონმდებლობაზეც და საგამონაკლისო წესზე [...] რაც ნიშნავს შემდეგს, რომ თუ საქართველოს სასამართლომ არ დაადასტურა ადამიანის საქნცირებულობა, საქართველოს ტერიტორიაზე მას არ შეეზღუდებოდა ამდაგვარი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს მკვდრადშობილი დოკუმენტია, რადგან 17 კომერციული ბანკიდან საქართველოში ბანკი ქართუს ჩათვლით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის დეფაქატო და დეიურე საკუთრებაშია, უტა ივანიშვილისა... მე არ ვიცნობ ბანკს და საფინანსო სტრუქტურას, რომელიც ამგვარ თემას ხელს მოაწერს, ანუ გაუტარებს სანქცირებულ ტიპს რაიმე ტრანზაქციას. ეს არის, ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, თვითმკვლელობის ტოლფასი ბიზნესში და ეკონომიკაში," - თქვა ისაკაძემ.