„ჩვენი პროგნოზით, საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 4.8%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს“ – ამის შესახებ ნათქვამია Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
„2026 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, წინა თვეში არსებული 4.3%-დან. ინფლაციის დაჩქარება ძირითადად საწვავის ფასების და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ განაპირობა, რომელთა ჯამური კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტი იყო აპრილში (აქედან 1.3 პროცენტული პუნქტი პირდაპირი ეფექტია), ჩვენი შეფასებით.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.2% შეადგინა 2026 წლის აპრილში, წინა თვის 2.4%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის აპრილში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+7.5% წ/წ, +2.58პპ), ტრანსპორტი (+10.3% წ/წ, +1.20პპ), კომუნალურები (+6.5% წ/წ, +0.62პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+6.5% წ/წ, +0.41პპ), ჯანდაცვა (+4.9% წ/წ, +0.41პპ), სასტუმროები და რესტორნები (+7.5% წ/წ, +0.23პპ), კავშირგაბმულობა (-4.0% წ/წ, -0.12პპ) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.4% წ/წ, -0.13პპ).
ჩვენი პროგნოზით, საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 4.8%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს“ – ნათქვამია Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.