ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირველი გარიგებები ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვის და შესაბამისად, სავალუტო რეზერვების ნაწილის ჩინურ იუანში განთავსების მიმართულებით უკვე განხორციელდა.
როგორც BMG-ის ნათია თურნავამ განუცხადა, ამ დრომდეც ჩინურ იუანში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობის დაახლოებით 100 მლნ დოლარი იყო განთავსებული. მისი თქმით, ჩინური სახელმწიფო ობლიგაციების ინსტრუმენტის საშუალებით კი ეტაპობრივად ამ მოცულობის გაზრდა 300 მლნ დოლარამდე, ანუ რეზერვების მთლიანი მოცულობის 5%-მდე მოხდება.
„ჩვენი კომიტეტის გადაწყვეტილებით განვსაზღვრეთ ზედა ზღვარი — ეს არის ჩვენი რეზერვების მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ5%. დაახლოებით 300 მილიონ დოლარზე არის საუბარი, რომელიც იუანში უნდა გადაკონვერტირდეს და ჩვენ ეროვნულმაბანკმა ჩინური მხარისგან მივიღეთ თანხმობა, რომ ჩვენ შევძლებთ ამის დაბანდებას მათ სახელმწიფო ობლიგაციებში, რომელიც არის ძალიან მოთხოვნადი ფინანსური ინსტრუმენტი და არცთუ ისე ბევრ ინსტიტუციურ ინვესტორს, ცენტრალურბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ ის შეიძინოს, არადა მოთხოვნა ძალიან მაღალია.
ჩვენ უკვე დავიწყეთ, ეს ეტაპობრივად მოხდება, იმიტომ რომ ახლა მთლიანად რეზერვებთან შედარებით ჩვენთვის ეს თანხა არ არის დიდი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ვისწავლოთ ამ ბაზარზე ვაჭრობა და ამას ვაკეთებთეტაპობრივად. სრულად 300 მილიონი ჩვენ ჯერ ათვისებული არ გვაქვს, დაწყებული გვაქვს. შეგახსენებთ, რომ 100 მილიონიდოლარი ჩინურ იუანში ჯერ კიდევ 2021 წელს იყო განთავსებული. დამატებით 200 მილიონი ეტაპობრივად მოხდება. პირველი გარიგებები ჩვენ უკვე დავიწყეთ, ეს არის ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვა. კარგი გამოცდილებააჩვენთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე უფრო მსხვილი თანხის დაბანდების შესაძლებლობა არ გვაქვს, იმიტომ რომჩვენი რეზერვების სავალუტო კომპოზიცია არსებითად უნდა იმეორებდეს სახელმწიფო საგარეო ვალის სავალუტოკომპოზიციას. სახელმწიფო საგარეო ვალი არის ძირითადად დოლარში და ევროში დენომინირებული, ამიტომ ჩვენ მხოლოდ5%-ით ვიფარგლებით, მაგრამ კარგი გამოცდილებაა ჩვენთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.