შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას  20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.


მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge  - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. 


აუცილებელია, კანდიდატებმა 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე გამოცდების საფასური გადაიხადონ  (არანაკლებ ერთი გამოცდის). 


2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. 


კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაეცნონ სიახლეებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს