ნავთობის ფასების კლება პარასკევს დაჩქარდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების იმედის გამო.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 96.35 აშშ დოლარია, რაც წინა დახურვასთან შედარებით 3.04 აშშ დოლარით (3.06%-ით) ნაკლებია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) მაისის WTI ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 3.47 აშშ დოლარით (3.66%-ით), 91.22 აშშ დოლარამდე დაეცა.