კულტურული ღონისძიების მოწყობის მომსახურების შესყიდვა – „ქართული ჩაის ფესტივალი 2026“-ისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 86 900 ლარი გამოყო. წინადადების მიღება დაიწყო 11 ივლისს და დასრულდება 13 ივლისს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შეკვეთილი), მუსიკოსთა პარკში მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან 20 აგვისტოს პერიოდში (კონკრეტულ ერთ დღეს, რომელის მიმწოდებელს წინასწარ ეცნობება შემსყიდველისაგან) პრეტენდენტმა უნდა განახორციელოსკულტურული ღონისძიების მოწყობის მართვის შესყიდვა… ჩაის კულტურას საქართველოში ორ საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს. პირველი ჩაის ნერგები XIX საუკუნის დასაწყისში გურიაში გაჩნდა და სწორედ აქ ჩაიყარა საფუძველი ქართული ჩაის დიდ ტრადიციას. ნელ-ნელა ჩაი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა და თავისი ხარისხით საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.გურია, თავისი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით, ჩაის წარმოებისთვის იდეალურ გარემოს ქმნიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ამ ისტორიაში უჭირავს ოზურგეთს, სადაც ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა ჩაის პლანტაციები,ქარხნები და სამეცნიერო ცენტრები.“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე ატვირთულ დოკუმენტში.