ბიზნესის წამოწყებისა თუ მისი განვითარების პერიოდში არაერთი კითხვა ჩნდება: როგორ ან საიდან დავიწყოთ, რა არის წარმატებისთვის საჭირო… სწორედ ასეთ შეკითხვებზე საპასუხოდ, წლების წინ საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა - ბიზნესკურსი შექმნა. ბიზნესკურსი დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილ კურსებს მოიცავს და ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ფარავს, რომელიც შეუფერხებელი საქმიანობისთვისაა საჭირო. მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები, AI - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა შესახებ კურსები ნებისმიერი მსურველისთვის ციფრულად ხელმისაწვდომია.
ბიზნესკურსის ერთ-ერთი სტუდენტია ლიკუნა ლომთათიძე, რომელმაც ელექტრონული კომერციის კურსი გაიარა. ლიკუნა არტ დირექტორი და კონცეპტუალური სთორითელერია. თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. 5 წელია, რაც კრეატივის, ბრენდინგისა და რეკლამის სფეროშია დასაქმებული, ცოტა ხნის წინ კი მუშაობა ბერლინში დაფუძნებულ საკომუნიკაციო და PR სააგენტო aktcomm-ში დაიწყო.
იგი გვიამბობს, თუ რატომ დაინტერესდა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსით და რამდენად კმაყოფილია მიღებული ცოდნით:
რას საქმიანობთ და რატომ დაინტერესდით ბიზნესკურსით?
გულის სიღრმეში ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ყოველთვის მაოცებდა კრეატივის შესაძლებლობები და მასშტაბი, მაგრამ არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესო იყო ბიზნესის მხარეც. სწორედ ამიტომ, ვგეგმავ ჩემი “boutique advertising agency”-ს ჩამოყალიბებას და მოდის ინდუსტრიაში ბიზნესის დაწყებას. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი რაღაც, რაც შემოქმედებითი და არაორდინალურია, თუმცა ამავდროულად — ჭკვიანური, სტრატეგიული და მოგებიანი.
საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის კურსმა ჩემი ყურადღება მიიქცია, რადგან ის ჩემთვის საინტერესო ორ სამყაროს აერთიანებდა: კრეატიულობასა და ბიზნესს. გამოცდილების ძიების პროცესში მივხვდი, რომ მხოლოდ კარგი იდეები საკმარისი არაა, არამედ ისიც უნდა იცოდე, თანამედროვე ბაზარზე მათი პოზიციონირება და გაყიდვა როგორ უნდა მოახერხო. ამ კურსმა კი როგორც შემოქმედებით მეწარმეს, მომცა ინსტრუმენტები, რომლებიც სუფთა იდეებიდან რეალურ სამყაროში გასვლაში დამეხმარა,
თავიდან როგორ აღმოაჩინეთ Businesscourse.ge და რატომ გადაწყვიტეთ რეგისტრაცია?
ეს კურსი პირველად სოციალური ქსელების დახმარებით აღმოვაჩინე და ჩემი ყურადღება მალევე მიიპყრო. მთავარი ფაქტორი ის აღმოჩნდა, რომ კურსი ორგანიზებული იყო საქართველოს ბანკის მიერ, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კომპანიად მივიჩნევ. ჩავთვალე, რომ თუ დიდი ბანკი ასეთ საგანმანათლებლო პროგრამაში ინვესტიციას ახორციელებს, ეს ნამდვილად ღირებული იქნებოდა. კურსზეც დავრეგისტრირდი, რადგან ისეთი უნარების შეძენა მსურდა, რომლებიც იდეებს მოქმედებაში მოიყვანდა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დამეხმარებოდა.
გვიამბეთ, როგორი იყო სწავლის პროცესი?
სასწავლო პროცესი სასიამოვნო და ინფორმაციული იყო. კურსი შედგებოდა მოკლე წინასწარ ჩაწერილი ვიდეოებისგან, რომელთა აღქმა ძალიან მარტივი იყო. კურსი რამდენიმე საათში დავამთავრე, ეს ფაქტი კი ძალიან მომეწონა, რადგან იყო იდეალური ხანგრძლივობის, ნაკლებად გადატვირთული და ამასთანავე — ღირებულებით სავსე. რაც შეეხება ლექტორს, ყველაფრის ნათლად ასახსნელად მას შესანიშნავი ხერხი ჰქონდა, თხრობა კი მთელი დროის განმავლობაში ძალიან სასიამოვნო იყო. კურსი დაიწყო ელექტრონული კომერციის ზოგადი მიმოხილვით, შემდეგ გადავიდა პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, პლატფორმის ვარიანტებსა და მათი ეფექტურად გამოყენების გზებზე.
როგორ შეაფასებდით მიღებულ ცოდნას? დაგეხმარათ თუ არა პრაქტიკულ საქმიანობაში?
ელექტრონული კომერციის კურსი მხოლოდ თეორიული გაკვეთილებისგან არ შედგება, არამედ კურსი მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, პლატფორმებსა და მიდგომებს, რომლებიც უშუალოდ ბიზნესის დაწყებას ან მართვას ეხება. ჩემთვის ამგვარი მიდგომა ძალიან სასარგებლო იყო. რადგან ამჟამად ვმუშაობ როგორც კრეატიული სააგენტოს, ასევე ონლაინ მოდის ბრენდის შექმნის პროცესზე, ამ კურსმა კი ნათელი საწყისი წერტილი მომცა — ადრე მქონდა შემოქმედებითი ხედვა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, თუ როგორ წარმემართა ბიზნესის მხარე. ახლა კი მესმის, როგორ ვიფიქრო სტრატეგიულად: როგორ ავირჩიო პლატფორმები და დავწერო ბიზნეს და შემოქმედებითი გეგმა, რომელიც ბიზნეს სამყაროში მუშაობს.
რას ურჩევდით მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს Businesscourse.ge-ზე დარეგისტრირდეს თუ არა?
თუ ამ კურსების გავლას ფიქრობთ, ასეც მოიქეცით. მნიშვნელობა არ აქვს რა გამოცდილება გაქვთ — ჩემნაირად შემოქმედებით ინდუსტრიას მიაკუთვნებთ თავს თუ უფრო ბიზნესზე ხართ ორიენტირებული, რადგან ბიზნესკურსი ღირებულ ინფორმაციას გთავაზობთ.
ბიზნესკურსი გაძლევთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რეალურ სტრუქტურასა და თავდაჯერებულობას, რომ იდეები მოგებიან ბიზნესად აქციოთ. მივხვდი, რომ არ არის საჭირო დაელოდო როდის იქნები "მზად", უბრალოდ საჭიროა სწორი საფუძველი და ეს კურსი ზუსტად ამას გაძლევს.
თუ თქვენ ხართ ცნობისმოყვარე, ამბიციური ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ, როგორ გადააქციოთ თქვენი უნარები და ოცნებები რეალობად, ბიზნესკურსი იდეალური პირველი ნაბიჯია. ზოგჯერ უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ, მაგალითად, ონლაინ კურსზე დარეგისტრირებამ, შეიძლება თქვენი ოცნების მომავლის კარი გააღოს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.