ევროკავშირის ხელისუფლება 100 მილიარდი ევროს (119 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების ამერიკულ საქონელზე გადასახადების დაწესებას აპირებს, თუ აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებები ევროკავშირისთვის მისაღებ შედეგს არ გამოიღებს, იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
წინადადებები, სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ოთხშაბათს წარედგინებათ, ხოლო განხილვები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ აშშ-ის იმ საქონლის საბოლოო სიას დაამტკიცებენ, რომელზედაც შესაძლოა ტარიფები დაწესდეს. ამ დროის განმავლობაში, სია შეიძლება შეიცვალოს.
„ბლუმბერგმა“ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისია ამ კვირაში აშშ-ს წარუდგენს წინადადებებს მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით. პროექტი შეიძლება შეიცავდეს იდეებს სავაჭრო და სხვა ბარიერების აღმოფხვრისა და აშშ-ის ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტიციების გაზრდის შესახებ.