ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა, ბიტკოინი (BTC), $83,000-იან ნიშნულს უახლოვდება.
დღეს, ბიტკოინის შემდეგ, ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10-ში შემავალმა სხვა კრიპტოვალუტებმაც დადებითი დინამიკა აჩვენეს.
სპეციალისტების აზრით, კრიპტოვალუტის ზრდა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პროგრესმა და კონფლიქტის დროებითმა დეესკალაციამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ ბაზრებს უფრო სარისკო აქტივების შეძენისკენ უბიძგებს.
გარდა ამისა, გლობალური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, დოლარი დასუსტდა, რამაც კრიპტოვალუტა უფრო მიმზიდველი გახადა. მესამე მიზეზი კი გლობალური საფონდო ინდექსების და ტექნოლოგიური სექტორის ისტორიული მაქსიმუმია მიაღწია, რამაც კრიპტო ბაზრისთვის ხელსაყრელი ფონი შექმნა.