ნავთობის ფასმა ოთხშაბათს დღისით შემცირება გააძლიერა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სწრაფი მოგვარების მზარდი იმედის ფონზე.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები ბარელზე 99.86 აშშ დოლარად ივაჭრება, რაც წინა დახურვის ფასზე 10.01 აშშ დოლარით (9.11%-ით) ნაკლებია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ფასი 10.76 აშშ დოლარით (10.52%-ით) დაეცა და ბარელზე 91.51 აშშ დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე