2026 წლის მარტში ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა 1 006 550-მდე გაიზარდა. PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, თვის ჭრილში ხელფასის მიმღები ადამიანების რიცხვი 0.6%-ით, ხოლო წლიურად 4.5%-ით გაიზარდა.

მათი ინფორმაციით, 600 ლარამდე მიმღებ პირთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა.

ხელფასის მოცულობების რაოდენობა, მარტში არსებული სტატისტიკა ასეთია:

  • 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს 112 733 ადამიანი იღებდა, რაც მთელი რაოდენობის 2%-ია. ეს რიცხვი 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა;
  • 600-დან 1 200 ლარამდე ხელფასს 187 000 ადამიანი იღებდა და ეს 19%-ია;
  • 1200-დან 2400 ლარამდე ხელფასს 348 000 ადამიანი იღებდა, რას საერთო რაოდენობის 5%-ია. მათი რაოდენობა მარტში 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 5.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
  • 2400 ლარზე მეტი ხელფასი დასაქმებულების 36%-ს ჰქონდა, რაც 358 000 პირია.
  • 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს დასაქმებულების3% ანუ 33 216 პირი იღებდა. ეს კი 2026 წლის თებერვალთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.