ბათუმის საკრებულომ 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„ბიუჯეტის მოცულობა 500 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებაში 118 მილიონი ლარით მეტია.
პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 266 მილიონ 36 ათას 600 ლარი
• ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 29 მილიონ 327 ათას 500 ლარი
• განათლება - 50 მილიონ 584 ათას 100 ლარი
• კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 32 მილიონ 163 ათას 700 ლარი
• ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 42 მილიონ 462 ათას 400 ლარი
• მუნიციპალური სერვისების განვითარება - 14 მილიონ 207 ათას 600ლარი
• ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 818 ათას 600ლარი
შემოსულობები - 455 მილიონი ლარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი - 132 მილიონ 341 ათასი ლარი, ხოლო სპეციალური ტრანსფერი - 99 მილიონ 659 ათასი ლარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.