Board Café, უფასო სამაგიდო თამაშებითა და შთამბეჭდავი გამაგრილებელი სასმელების მენიუთი (50-100 ცალი) იძულებული გახდა, მეტი სტუმრის მოსაზიდად ალკოჰოლური სასმელები დაემატებინა თავისი ასორტიმენტისთვის –  იუწყება Sunday World.

დაწესებულება გასული წლის ბოლოს „მშრალი იანვრის“ წინა დღეს გაიხსნა (სოციალური აქცია Dry January).

თავიდან ბიზნესი კარგად წარიმართა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პაბის მფლობელებმა განაცხადეს, რომ სტუმრებს მაინც მიჰყიდიან დაბალალკოჰოლიან სასმელებს - ლუდს 8%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით და ღვინოს 3%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით.

დაწესებულების მეპატრონეების თქმით, ისინი რთული არჩევანის წინაშე დადგნენ: სტუმრებისგან სამაგიდო თამაშებისთვის გადასახადი აეღოთ ან შეეთავაზებინათ ალკოჰოლი მომხმარებლის ნაკადის გასაზრდელად.

გარკვეული ფიქრის შემდეგ, მეპატრონეები მეორე ვარიანტზე შეჩერდნენ. მათი აზრით, ეს ერთადერთი გზაა ბიზნესის შენარჩუნებისთვის. ამასთან, დაწესებულების გუნდმა დაარწმუნა, რომ უალკოჰოლო სასმელების ფართო ასორტიმენტი კვლავ იმოქმედებს და უფრო მეტიც, იგეგმება მისი გაფართოება. 

rbc