საქართველოში მოქმედმა 19-მა ბანკმა 5 თვეში 1.3 მილიარდ ლარამდე მოგება მიიღო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 19 ბანკიდან 5 ზარალზე, ხოლო 14 მოგებაზე გავიდა.
ყველაზე დიდი ზარალი „ვითიბი ბანკს“ აქვს, რომელსაც საქმიანობა დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს.
ზარალიანი ბანკების რეიტინგი ასეთია:
• ვითიბი ბანკი - ზარალი 43 მლნ
• სილქ ბანკი - ზარალი 8.9 მლნ
• ჰეშბანკი - ზარალი 3.7 მლნ
• პეისერა - ზარალი 0.4 მლნ
• პეივბანკი - ზარალი 0.07 მლნ.