1 ივლისიდან, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება.
კონკრეტულად, დღეიდან საქართველოსა და სომხეთს შორის კომერციული მიზნით ტურისტული ან საერთაშორისო არარეგულარული (დაკვეთით), მგზავრების გადაყვანისას, ყველა გადამზიდველმა უნდა შეავსოს მგზავრთა სია, რომელიც ECMT-ის საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.
მგზავრთა სია სავალდებულოა ყველა M1(მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების (მინივენები, ავტობუსები და მიკროავტობუსები) შემთხვევაში.