საქართველოში მოქმედი ბანკების წმინდა მოგებამ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ამის შესახებ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

საქართველოში მოქმედი 19 ბანკიდან 15-მა საანგარიშო პერიოდი მოგებით დაასრულა, ოთხი ბანკი კი ზარალზეა.

ყველაზე მაღალი მოგება „საქართველოს ბანკს“ აქვს — 1.44 მილიარდი ლარი, მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“ 1.06 მილიარდი ლარის მოგებით. რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან „პეისერა ბანკი“, „ჰეშბანკი“, „სილქ ბანკი“ და „ვითიბი ბანკი საქართველო“.

    • საქართველოს ბანკი — 1 445 მლნ ლარი

    • თიბისი ბანკი — 1 063 მლნ ლარი

    • ბაზისბანკი — 110 მლნ ლარი

    • ლიბერთი ბანკი — 92 მლნ ლარი

    • კრედო ბანკი — 67 მლნ ლარი

    • ქართუ ბანკი — 29.7 მლნ ლარი

    • პროკრედიტ ბანკი — 28.9 მლნ ლარი

    • ტერაბანკი — 24.4 მლნ ლარი

    • ხალიკ ბანკი — 18.5 მლნ ლარი

    • იშ ბანკი — 11.7 მლნ ლარი

    • მიკრობანკი კრისტალი — 10.7 მლნ ლარი

    • პეივბანკი — 10.5 მლნ ლარი

    • ზირაათ ბანკი — 7.4 მლნ ლარი

    • პაშაბანკი — 6.5 მლნ ლარი

    • მიკრობანკი ემბისი — 3 მლნ ლარი

    • პეისერა — -1.8 მლნ ლარი.

    • ვი-თი-ბი ბანკი — -7.9 მლნ ლარი. 

    • ჰეშბანკი — -8.8 მლნ ლარი. 

    • სილქ ბანკი — -19.9 მლნ ლარი.