2025 წელს ფულადი გზავნილების სისტემებით საქართველოდან საზღვარგარეთ 420 მლნ დოლარი გადაიგზავნა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობა გაორმაგდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით მაჩვენებელი 4-ჯერ არის გაზრდილი.

2025 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა შემდეგ ქვეყნებში გადაიგზავნა:

  • თურქეთი — 79 მლნ დოლარი

  • აზერბაიჯანი — 66 მლნ დოლარი

  • რუსეთი — 48 მლნ დოლარი

  • უკრაინა — 28 მლნ დოლარი

  • საბერძნეთი — 23 მლნ დოლარი

ამ მონაცემებით, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვების ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთზე მოდის, რომელსაც აზერბაიჯანი და რუსეთი მოჰყვება.