2024 წლის განმავლობაში მთავრობამ 20.2 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც 2024 წლის კორექტირებული ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის 100% იყო.
2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულების ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა, რამაც 7.55 მილიარდი ლარი შეადგინა.
2024 წლის საგადასახადო შესრულების მაჩვენებლები ასეთია:
გადასახადი | მობილიზებული თანხა ლარებში | წლიური გეგმის % |
დამატებული ღირებულების გადასახადი | 7,558,795,800 | 100.2% |
საშემოსავლო გადასახადი | 6,627,721,700 | 100.4% |
მოგების გადასახადი | 3,117,548,500 | 101.5% |
აქციზი | 2,488,024,900 | 104.5% |
იმპორტის გადასახადი | 138,902,300 | 102.9% |
გარდა ამისა, შემოსავლების სხვა მნიშვნელოვანი წყაროების მიხედვით, ბიუჯეტში 171 მილიონი ლარის ჯარიმები შევიდა, სახელმწიფო საწარმოებისა და სებ-ის დივიდენდებმა ჯამში 353 მილიონი ლარი შეადგინა, უძრავი ქონების რენტადან 34 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პრივატიზაცია 211 მილიონი ლარი იყო.