ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა.

„ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – სულორის ჰესეზის კასკადის (სულორი 1 ჰესი და სულორი 2 ჰესი) მშეწებლოზა-ექსპლუატაციასა და 35 კვ ეგ-ის გაყვანის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ სსიპ გარემოს ეროვწული სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის №149/ს ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სსიპ გარემოს ეროვწული სააგენტოს 2022 წლის 17 ივწისის №149/ს ბრძანებით გაიცა „ვანის მუნიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – სულორის ჰესების კასკადის (სულორი 1 ჰესი და სულორი 2 ჰესი) მშენებლობა-ექსპლუატაციასა და 35 კვ ეგნ-ის გაყვანის პროექტზე სკოპინგის დასკვნა N31.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 3 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესაზამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად ცხადდება.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-7 ნაწილისა და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის საფუძველზე:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – სულორის ჰესების კასკადის (სულორი 1 ჰესი და სულორი 2 ჰესი) მშენებლობა-ექსპლუატაციასა და 35 კვ ეგ-ის გაყვანის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესანებ“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 17 ივნისის №149/ ბრძანება;

2. ბრძანება დაუყოვნებლივ გაეგზავნოს შპს „ბ. პ. ჰესს“ და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს;

3. ზრძანება ძალაში შევიდეს შპს „ზ. პ. ჰესის“ მიერ ამ ბრძანების გაცნობისთანავე;

4. ბრძანების გაცემიდან 5 დღის ვადაში, აღნიშნული ბრძანება განთავსდეს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე, ასევე ვაწის მუწიციპალიტეტის აღმასრულებელი აწ/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მხარის მიერ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.” – ვკითხულობთ. გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ცნობისთვის, ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოთ სოფელში  12 აპრილს აქცია გაიმართა.  როგორც მონაწილეები ამბობდნენ ისინი ჰესის მშეენებლობის წინააღდეგი იყვნენ, რადგან სოფელს ეკოლოგიური პრობლემები ემუქრებოდა.

როგორც ცნობილია, “სულორი ჰესს” შპს „ბ.პ.ჰესი“ აშენებდა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის ვადად 2027 წლის 31 ივნისი იყო განსაზღვრული.

შპს „ბ.პ.ჰესი“ 2021 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ინგა ადეიშვილია, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის ბიჭიკო პაიკიძის დედაა.

თავად ბიჭიკო პაიკიძე კომპანია შპს B.P. TRANS-ის 100%-იანი მეწილეა.

წყარო: megatv.ge