აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემცირდება მომსახურების სექტორის შენელებისა და სუსტი საგარეო მოთხოვნის ფონზე.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გახანგრძლივებამ და გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შესაძლოა ზრდა კიდევ უფრო შეანელოს.

„ADB-ის მთავარი წლიური ეკონომიკური გამოცემა — აზიის განვითარების პროგნოზი 2026-ის აპრილის ანგარიში ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება სუსტი საგარეო მოთხოვნის გამო. მოსალოდნელია, რომ 2027 წელს ზრდა კიდევ უფრო შემცირდება და 5.2%-ს მიაღწევს, შიდა მოხმარების შენელების ფონზე, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად შემოსული მიგრანტების შემცირებული წვლილის შედეგი იქნება.

პროგნოზი ემყარება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ადრეული დასტაბილურების სცენარს, რომელიც 10 მარტს განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში გაკეთდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.