2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 124 738.9 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი იმპორტი 1 042 463.2  ტონის დონეზე იყო. შესაბამისად  ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 8%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ნავთობის 45%-ი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 510 695.9 ტონა;
  • რუმინეთი - 211 349.1 ტონა;
  • ბულგარეთი - 170 843.0 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 72 953.6 ტონა;
  • თურქეთი - 59 326.9 ტონა;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 1 595 001.4 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 1 418 192.0 ტონა. შესაბამისად, 2024 წელს იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი. 

businessinsider.ge