„თებერვლის შუა რიცხვებამდე, [ხორბლის] ფასთან მიმართებაში სტაბილურობა იქნება“,- ამის შესახებ ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა BM.GE-სთან საუბრობს.
მისი ინფორმაციით, მათმა სექტორმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად იმუშავა, ვინაიდან საერთაშორისო ბაზრებზე ფასები ნორმალური იყო.
რაც შეეხება ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს, იმის მიუხედავად, რომ დეკემბერში სექტორი ხორბლის მარაგებს აკეთებს, არსებობს გამოწვევა რომ თუ კრიზისი გრძელვადიან პერიოდში გაჭიანურდა, არსებობს ლარის კურსის გამოწვევაც.
"მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად სტაბილური მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა. რადგან საერთაშორისო ბაზრებზე ასე თუ ისე ფასები ნორმალური იყო. რეალურად ფერმერებსაც ჰქონდათ საშუალება რომ ხორბალი ჩაებარებინათ, რადგან თვითონ კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობენ წისქვილკომბინატები და დაბალანსებულად იყო ფქვილის, ხორბლის იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის წარმოებაც. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ნორმალური სიტუაცია იყო ფქვილის მწარმოებლებისთვის.
რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში დაძაბულობაა, ამის გათვალისწინებით ლარის კურსის გამოწვევაც არსებობს. შესაბამისად, მოლოდინი არის ისეთი, როგორიც ამ სიტუაციას შეეფერება. დარგის წარმომადგენლები ვფიქრობთ, რომ სერიოზული მარაგების გაკეთება არის საჭირო.
ჩვენ ისტორიულადაც ასე ვაკეთებთ, რადგან დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე გარკვეული პაუზაა ხოლმე გაკეთებული და მომხმარებლის ქცევაც სხვანაირია. თუმცა დღევანდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, ყველა ელოდება იმას, რომ ლარის კურსთან გამოწვევები იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ლარის კურსი დეკემბერში სტაბილურდება ხოლმე, რადგან საახალწლოდ მოსახლეობა მეტწილად ლარს ხარჯავს. დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ლარის კურსის სტაბილურობას არა მარტო საახალწლო აქტიურობები უწყობს ხელს, არამედ ინტერვენციები ეროვნული ბანკის. ანუ ეროვნული ბანკის ნაწილში ძალიან ბევრი სარეზერვო თანხის დახარჯვა მოხდა. შესაბამისად, რადგან ყველაფერი ასეა, მათ შორის ჩვენ დარგშიც გარკვეული მოლოდინით უყურებენ იანვრის თვეს, როდესაც შესაძლებელი იქნება ეს აისახოს ბიზნეს პროცესებზე, თუ რა თქმა უნდა სიტუაცია არ დარეგულირდა ქვეყანაში არსებობს",- ამბობს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
სილაგავას ინფორმაციით, 1 ხარისხის 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარის ფარგლებშია. ის პურთან მიმართებაში პირდაპირ კორელაციაშია, რომელიც ჯერჯერობით უზრუნველყოფილია. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დასძენს, რომ თებერვლის შუა რიცხვებამდე ფასთან მიმართებაში სექტორი სტაბილურობა იქნება, ხოლო შემდგომ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მონიტორინგი გამოქვეყნდება მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ხორბალზე იმპორტდამოკიდებულია, დოლარის კურსი და მოსალოდნელი ტენდენციები მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება ფასის კორექციისას.