საქართველოში 1 847 988 ავტომობილია რეგისტრირებული. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ავტომობილების სტატისტიკის პორტალიდან ვგებულობთ. ინფორმაციისთვის, გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში მანქანების რაოდენობა 57 401 ერთეულით არის გაზრდილი.
ყველაზე მეტი ავტომობილი დედაქალაქში ფიქსირდება. მანქანების რაოდენობამ აქ 810 268-ს მიაღწია.
რაც შეეხება რეგიონული მაჩვენებლებს, რეიტინგი ასეთია:
- იმერეთი - 215 024 ერთეული;
- ქვემო ქართლი -165 781 ერთეული;
- კახეთი - 152 019 ერთეული;
- აჭარა - 133 070 ერთეული;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108 535 ერთეული;
- შიდა ქართლი 98 411 ერთეული;
- სამცხე-ჯავახეთი - 67 305 ერთეული;
- მცხეთა-მთიანეთი - 45 515 ერთეული;
- გურია - 40 700 ერთეული;
- რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი -11 360 ერთეული.
წყარო: bpn.ge