ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლა ამბობს, რომ 2026 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების კიდევ უფრო სრულყოფის ღონისძიებები უკვე იგეგმება.
მუხუზლას განმარტებით, რაჭაში საპილოტე პროექტი განხორციელდება და დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“. ასეთი სისტემა, მუხუზლას თქმით, ესპანეთში წარმატებით მუშაობს.
„2026 წლისთვის, საწყის ეტაპზე, რაჭის რეგიონში ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, როდესაც დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“, როდესაც მევენახეს წინასწარ, დაკრეფამდე ეცოდინება, თუ როდის უნდა დაკრიფოს და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშაობს ესპანეთში,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.