ყირგიზეთი ევროკავშირს რამდენიმე ყირგიზული კომპანიის დასანქცირების გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი„ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული კომპანიები ევროკავშირმა სასანქციო სიაში რუსეთთან კავშირის გამო შეიყვანა.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მკაცრად იცავს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და სანქციებისგან თავის არიდების რისკების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირის პარტნიორებთან ღია და კონსტრუქციულ დიალოგს აწარმოებს.

ამასთან, ყირგიზეთის საგარეო უწყებამ ბრიუსელს დამოუკიდებელი აუდიტის დაწყებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, სანქციები, რომლებიც ევროკავშირის მე-19 პაკეტის ნაწილია, რამდენიმე ბანკისა და კომპანიის წინააღმდეგაა მიმართული, მათ შორის ორი ყირგიზულია – Tolubay Bank-ი და Eurasian Savings Bank-ი. სანქციები ასევე დაეკისრა ტაჯიკეთში არსებულ ორ ბანკსაც.