საქართველოს ენერგეტიკისა და წყლმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ ჯიფაუერს“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“, შპს „მტკვარი ენერჯის“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური დაუდგინა.
სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასევე სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ - 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ - 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ - 325,793 ლარით დღეზე.
რაც შეეხება სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს, სს „ხრამჰესი I“-ის ტარიფი განისაზღვრა 4.764 თეთრით კვტ.სთ.-ზე, სს „ხრამჰესი II“-ისთვის - 4.259 თეთრით კვტ.სთ.ზე, ხოლო სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დარჩა უცვლელი.
სემეკმა რეგულირებადი საწარმოებისთვის ახალი საფასურები და ტარიფები დაადგინა
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად - ირაკლი კობახიძე
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები, ბევრ რამეს თავის ადგილზე დააყენებს. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილიც მის დასრულებას ელოდება სამომავლო გეზის დასაკონკრეტებლად - ვაჟა ბერიძე
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს
არ გამოვრიცხავ და არ გამიკვირდება კითხვა გაჩნდეს ჩემს მიმართ - გავცემ ყველა კითხვას პასუხს - ირაკლი ხმალაძე
ქართველი დემონსტრანტები პროტესტს აგრძელებენ და ირანს ყურადღებით აკვირდებიან - Fox News