სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.4 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 1 233.1 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 743.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 608.3 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 2 271.8 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 2 265.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 620.2 მლნ. აშშ დოლარით.