ბულგარეთის მთავრობამ ქვეყანაში Lukoil ჯგუფის კომპანიების მმართველად, ბულგარეთის საგადასახადო სამსახურის დირექტორი რუმენ სპეცოვი დანიშნა, იუწყება bTV.

ორშაბათს, 17 ნოემბერს, მისი სახელი სახელმწიფო რეესტრში შეიყვანეს, როგორც კომპანიების „ლუკოილ ნეფტოხიმ ბურგასის“, „ლუკოილ ბულგარეთის“, „ლუკოილ ავიაციის“ და „ლუკოილ - ბულგარეთი - ბუნკერის“ ხელმძღვანელი.

ჯგუფის განცხადებით, სპეცოვმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე და სტაბილური მმართველობა და პირობა დადო, რომ ბულგარეთში საწვავის წარმოება და მიწოდება არ შეწყდება.

Lukoil–ში ასევე გამოაცხადეს გაძლიერებული ფინანსური კონტროლის შემოღება და საერთაშორისო სანქციების რეჟიმების სრული დაცვა.

ბულგარეთში ასევე განიხილება „ლუკოილის“ მომავლის შესაძლო სცენარები: მისი გლობალური აქტივების ნაწილად საერთაშორისო მყიდველისთვის ცენტრალიზებული მიყიდვა, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ოპერირების გაგრძელება და ნაციონალიზაცია, თუმცა პარლამენტმა ადრე უარყო ეს ვარიანტი.

ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა Lukoil International GmbH-ისა და მასთან დაკავშირებული Lukoil-ის აქტივების გაყიდვის კონტრაქტებზე შეთანხმებისა და დადების ვადა 2025 წლის 13 დეკემბრამდე გაახანგრძლივა და ბულგარეთს სანქციებისგან ექვსთვიანი გათავისუფლება მიანიჭა.

ვრცლად liga.net – ზე