იაპონურმა კომპანია Toyota Motor Corp.–მა 912 მილიონი დოლარის ინვესტიციის დეტალები გააჟღერა, რომელიც აშშ-ის ხუთ შტატში ჰიბრიდული ავტომობილებისა და კომპონენტების წარმოების გაზრდის მიზნით, უფრო დიდი – 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდება.
ამ ინიციატივის შედეგად, 250-ზე მეტ სამუშაო ადგილი შეიქმნება დასავლეთ ვირჯინიის, კენტუკის, მისისიპის, ტენესის და მისურის ქარხნებში, ნათქვამია Toyota-ს განცხადებაში.