საქართველოში კვერცხის იმპორტი გაზრდილია.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 841.8 ათასი დოლარის ღირებულების 354.5 ტონა კვერცხი შეიძინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 110.9 ტონა იყო, რომლის საერთო ღირებულებაც 559.1 ათასი დოლარი შეადგენდა.
საქართველოში იმპორტირებული კვერცხის დიდი ნაწილი თურქეთიდან შემოვიდა.
საგულისხმოა, რომ 2026 წლის ორ თვეში ქვეყანაში კვერცხის იმპორტი მხოლოდ ორი ბაზრიდან განხორციელდა - თურქეთიდან და ბელარუსიდან.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო კვერცხის იმპორტს ახორციელებს:
თურქეთი – 827.4 ათასი დოლარი / 347.1 ტონა;
ბელარუსი – 14.5 ათასი დოლარი / 7.4 ტონა.