იაპონიაში ექსპორტი 6%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი 10%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 2 735.5 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 917.1 ათასი დოლარს. კლება 6,2%-ის დონეზეა. საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნატურალური წვენებია. სწორედ მასზე მოდის ექსპორტის 34%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 933.6 ათასი დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 605.0 ათასი დოლარი;
- ალუმინი დაუმუშავებელი - 420.0 ათასი დოლარი;
- ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 336.2 ათასი დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 200.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იაპონიიდან იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იაპონიიდან 193 269.6 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 242 633.4 ათასი დოლარის. აქ კლება 20.3%-ია. იაპონიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები. სწორედ ავტომობილებზე მოდის იმპორტის 91%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:
- მსუბუქი ავტომობილები - 175 060.0 ათასი დოლარი;
- სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 4 546.9 ათასი დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2 881.3 ათასი დოლარი;
- სატვირთო ავტომობილები - 1 936.3 ათასი დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; - 1 425.4 ათასი დოლარი;