მიმდინარე წლიდან რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო ჯარიმების დაწესება იმ ტურისტებზე, რომლებიც ქცევის წესებს დაარღვევენ.

BBC-ის მიხედვით, „ცუდ ქცევაში“ იგულისხმება, მაგალითად: საცურაო კოსტიუმით არასათანადო ადგილას გადაადგილება / ყოფნა; საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება; ნაგვის დაყრა; ზედმეტი ხმაური; ელექტრო სკუტერის დაუდევრად გამოყენება და ა.შ.

გთავაზობთ ჯარიმების სახეობებსა და მათზე დაწესებულ ფულად სანქციებს, ევროპის ქალაქების მიხედვით:

90 ევრო - პლაჟებსა და სათამაშო მოედნებზე მოწევა - საფრანგეთი;

300 ევრო - ჩუსტებით, შიშველი ფეხებით ან სანდლებით ავტომობილის მართვა - საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია;

  • 350 ევრო - არხში ცურვა - ვენეცია;
  • 500 ევრო - ავიაკომპანია Ryanair-ისგან ჯარიმა, ვინც მგზავრობისას დისკომფორტს შექმნის;
  • 750 ევრო - უპატივცემულოდ ჩაცმულობა, ნაგვის დაყრა, ზედმეტი ხმაური, ელექტრო სკუტერის დაუდევრად გამოყენება - მალაგა;
  • 1 000 ევრო - პლაჟიდან ნიჟარების ან კენჭების გატანა - საბერძნეთი;
  • 1 500 ევრო - პლაჟის მიღმა საცურაო კოსტიუმით ან ბიკინით გადაადგილება - ბარსელონა, ალბუფეირა, სპლიტი, სორენტო, კანი, ვენეცია;
  • 2 500 ევრო - შეუფერებელი ფეხსაცმლით სიარული - ჩინკვე-ტერე;
  • 3 000 ევრო - საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება - მალიორკა, იბიცა, მაგალუფი, კანარის კუნძულები.

BBC-ისვე მიხედვით, ჯარიმების მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს, ასევე, ტურისტები ქალაქის / ქვეყნის იერსახესა და გარემოს მოუფრთხილდნენ.

tia.ge