2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 301 170.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 2%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული სატელეფონო აპარატების - ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით  -  295 484.3 ათასი დოლარის შეადგინა.

მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული მობილური ტელეფონების დიდი წილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილური ტელეფონების იმპორტს ახორციელებს: 

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 147 493.7 ათასი დოლარი;
  • ჩეხეთი - 52 967.7 ათასი დოლარი;
  • ჩინეთი - 25 541.7 ათასი დოლარი;
  • ვიეტნამი - 25 344.9 ათასი დოლარი;
  • ჰონ-კონგი - 17 300.6 ათასი დოლარი;

2024 წლის სტატისტიკით ქვეყანამ 332 933.6 ათასი დოლარის მობილური ტელეფონები იყიდა, 2023 წელს კი 375 207.3 ათასი დოლარის. 

businessinsider.ge