2025 წელს საქართველოდან ტაჯიკეთში ექსპორტი 431%-ით 179 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, - ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

ტაჯიკეთში მანქანების ექსპორტი წინა წლებშიც ხორციელდებოდა თუმცა 2025 წელს ის მკვეთრად, 568%-ით გაიზარდა.

ტაჯიკეთში ექსპორტირებული საქონლის ათეული ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $162.2 მლნ, 7 592 ცალი;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $4.8 მლნ, 165 ტონა;
  • ციანიდები - $2.8 მლნ, 1 045 ტონა;
  • ლიმონათები - $1.3 მლნ, 934 344 ლიტრი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $1.3 მლნ, 1 333 231 ლიტრი;
  • სხვა ადგილას დაუსახელებელი კვების პროდუქტები - $1.2 მლნ, 167 ტონა;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, სატკეპნი მანქანები - $1.2 მლნ, 12 ცალი;
  • ბანანები - $1.1 მლნ, 1 283 ტონა;
  • ეთილის სპირტი - $670 ათასი, 18 362 ლიტრი;
  • მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები - $398 ათასი, 89 ტონა;

2025 წელს ტაჯიკეთიდან იმპორტის ღირებულებამ 996 ათასი დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობით თხილის და სხვა კაკალი ვიყიდეთ 778 ათასი დოლარის, ასევე მეორეული ტანსაცმელი 103 ათასი დოლარის ღირებულების, სამკურნალო დაფასოებული საშუალებები კი 42 ათასი დოლარის.