2026 წლის იანვარ–აგვისტოში აშშ-ში საქართველოდან ღვინის იმპორტის ღირებულება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 3.58 მილიონი დოლარი შეადგინა. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, საქართველო აშშ-ში ღვინის 30 უმსხვილეს მიმწოდებელს შორის იმ ხუთ ქვეყანას მიეკუთვნება, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში მიწოდების ზრდა აჩვენეს.
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს 8 თვეში საქართველომ რეიტინგში მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.
ამავე პერიოდში აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო ღირებულება 15.8%-ით შემცირდა — 4.498 მილიარდიდან 3.786 მილიარდ დოლარამდე. ყველაზე დიდი შემცირება საფრანგეთსა და იტალიაზე მოდის: საფრანგეთიდან იმპორტი 245 მილიონი დოლარით, იტალიიდან კი 240 მილიონი დოლარით დაეცა.
2026 წლის რვა თვეში აშშ-ში ღვინის წამყვანი იმპორტიორების ტოპ 10-ეული ასეთია:
საფრანგეთი - 1.530 მლრდ დოლარი;
იტალია - 1.216 მლრდ დოლარი;
ახალი ზელანდია - 302 მლნ დოლარი;
ესპანეთი - 213 მლნ დოლარი;
ავსტრალია - 101 მლნ დოლარი;
არგენტინა - 99 მლნ დოლარი;
ჩილე - 71 მლნ დოლარი;
პორტუგალია - 65 მლნ დოლარი;
გერმანია - 41 მლნ დოლარი;
კანადა - 36 მლნ დოლარი.