ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველომ სამ თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან 826 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდულია.

,,საქართველოში, 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს $826 მილიონს მიაღწია (825,975,424 აშშ დოლარი).

 

2025 წლის პირველი კვარტლის  ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს 42.8%-ით (247,533,195 აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2024  წლის მონაცემებს კი +2.3%-ით (18,301,394 აშშ. დოლარით).’’- წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.