2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში Geely-ს მარკის ავტომობილების რაოდენობამ 315 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა ქვეყანაში 236 ერთეული იყო. Geely-ს მარკის ავტომობილების შედარებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება თბილისში.

Geely-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  • ქ. თბილისი: 271
  • აჭარის არ: 15
  • იმერეთი: 10
  • კახეთი: 7
  • ქვემო ქართლი: 7
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 3
  • სამცხე-ჯავახეთი: 2

Geely, ოფიციალურად ცნობილი როგორც Zhejiang Geely Holding Group Co., Ltd, დაარსდა 1986 წელს ჩინეთის პროვინციაში ჟეჯიანგში, ბიზნესმენი ლი შუფუს მიერ, როგორც მაცივრების დეტალებისა და აქსესუარების მიმწოდებელი კომპანია.

1997 წელს Geely-მ ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა ავტომობილების წარმოების სფეროში, რითაც საკუთარ თავზე აიღო ხედვა - მიეღწია იაფი და ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებას, რითიც იგი გახდა პირველი კერძო საკუთრებაში არსებული ავტომწარმოებელი ჩინეთში (სხვა მწარმოებლები ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში იყვნენ).

businessinsider.ge