2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით საქართველოში ოფიციალურად 227 635 ერთეული Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 12%-ია. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილი თბილისში იყო რეგისტრირებული.
Mercedes-Benz-ის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
- ქ. თბილისი: 92 867
- იმერეთი: 31 378
- ქვემო ქართლი: 21 126
- აჭარის არ: 19 253
- კახეთი: 17 040
- სამეგრელო-ზემო სვანეთი: 14 784
- შიდა ქართლი: 12 407
- სამცხე-ჯავახეთი: 7 546
- მცხეთა-მთიანეთი: 5 234
- გურია: 4 865
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 135