იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2 მილიარდ 014 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.2%-ით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 44.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა და 902.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (173.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (87.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (77.8 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 96.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 71.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 %). აღსანიშნია, რომ ღვინის ექსპორტი 4 თვეში 43.3%-ით არის შემცირებული. ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები, რომლის ექსპორტიც ასევე შემცირდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).