პეესტიციდები ნივთიერებებია, რომლებიც  მავნებლებთან საბრძოლველად გამოიყენება. 

პეესტიციდები ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობის წარმოებაში, რადგან ერთი სახეობის დარგვა მავნებლებისა და დაავადებების არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.  თუმცა, პესტიციდების გადაჭარბებულმა და არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გარემოს სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, როგორც ნიადაგის, მიწისქვეშა წყლების, კულტივირებული პროდუქტების დაბინძურება და, შესაბამისად, გამომწვევი მიზეზი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. 

საქართველოში პესტიციდების იმპორტი იზრდება- გაშენებული ფართობების ზრდასთან ერთად იზრდება როგორც ქიმიური, ისე ბიოპესტიციდების მოთხოვნაც, თუმცა სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ მათი გამოყენების წესების დაუცველობა სერიოზულ საფრთხეს ქმნის.

,,პესტიციდების იმპორტის გაზრდა მოსალოდნელია, რადგან გაშენებული ფართობების რაოდენობაც იზრდება. ზრდადია არა მხოლოდ ბიოპესტივიდების, არამედ ბიო პესტიციდების შემოტანაც. ბიო პესტიციდი ორგანული მასალაა და მისი სინთეზურად მიღება არ ხდება.

პესტიციდების გარეშე დღეს, ფაქტობრივად, ნებისმიერი პროდუქციის წარმოება შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ეს პრეპარატი.

ჩვენთან ცნობიერების კუთხით დიდი პრობლემებია, რადგან არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი ინფორმაცია, როდის რა პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ.

ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი მოხმარების წესი, სადაც აღნიშნულია ლოდინის პერიოდები, ანუ როდისაა კონკრეტული პესტიციდის გამოყენება დასაშვები. სამწუხაროდ, ჩვენთან მსგავს დანიშნულებებს არ იცავენ და არ ცოდნა არსებობს”,- აღნიშნა ,,ბარაქას” მთავარმა აგრონომმა, ლიკა ბალარჯიშვილმა.