ამერიკულმა საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Mars-მა განაცხადა, რომ 2026 წლის ბოლომდე თავის ევროპულ ბიზნესში 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს.

ინვესტიცია მიზნად ისახავს კომპანიის წარმოების პოტენციალის გაძლიერებას ევროკავშირში და გამოყენებული იქნება სიმძლავრეების მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის, ასევე ნახშირბადის კვალის შესამცირებლად.

სხვა საკითხებთან ერთად, Mars–ი 250 მილიონ ევროს დახარჯავს პოლონეთის ქალაქ იანაშოვში მდებარე შოკოლადის ქარხნის სიმძლავრის გაფართოებაზე.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Mars-მა ევროკავშირში წარმოებაში უკვე 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.

ვრცლად interfax – ზე