მთავრობა ახალი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს, - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენ კანონპროექტების ჩამონათვალში.

„საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება, რომელიც საკუთარ სახელწოდებაში გამოიყენებს ტერმინს „ბანკი“ და რომელიც არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში“, - ნათქვამია განკარგულებაში.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კანონპროექტის მიღება ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ ითვალისწინებს.