სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.