2026 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 11.9 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 18.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 37%-ით (3.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 31%-ით (4.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. 

2026 წლის ივლისის მონაცემებით, ექსპორტირებულია 1.3 ათასი ტონა (2.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით) ხილისა და ბოსტნეულის წვენები, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 47%-ით აღემატება.

2026 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში, ექსპორტი 47 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (24%), ავსტრალია (21%), რუსეთი (12%), გერმანია (11%) და ისრაელი (7%).

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს